Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო


საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე თამაში წააგო. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი18 ნოემბერს სლოვაკეთთან სტუმრად დამარცხდა ანგარიშით 2:3.

უხვგოლიანი თამაში ყვითელ-წითელი ბარათების სიუხვითაც გამოირჩა. ორივე ნაკრების ფეხბურთელთა უხეშობებთან ერთად, იყო გუნდური ჩხუბი სამწვრთნელო შტაბების წევრებს შორის. მსაჯმა მოედნიდან ორივე გუნდის თითო მოთამაშე და მწვრთნელი გააძევა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ხუთი ტურის შემდეგ, ორი მოგება და სამი წაგება აქვს და ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ექვსი ქულით. ამდენივე მოაგროვეს სლოვაკეთმა და აზერბაიჯანმა. პირველ-მეორე ადგილებს ცხრაქულიანი საფრანგეთი და შვეიცარია ინაწილებენ, ჯგუფის აუტსაიდერი კი ლიხტენშტაინია, სამი ქულით.

შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ხუთი თამაში რჩებათ. უახლოეს შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს გამართავენ ისევ სლოვაკ თანატოლებთან, ოღონდ საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG