Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს საპროტესტო გამოსვლების ასამდე სავარაუდო ლიდერი


ირანის იუსტიციის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის სხვადასხვა ქალაქში დააკავეს გასული კვირის საპროტესტო გამოსვლების სავარაუდო ასი ლიდერი. გამოსვლები ირანში 15 ნოემბერს დაიწყო საწვავის ფასის ზრდის გამო. გამოსვლებს ხელისუფლების მხრიდან მკაცრი და ძალადობრივი პასუხი და მუქარა მოჰყვა.

ირანის მთავრობას არ გაუვრცელებია სანდო ინფორმაცია დემონსტრაციების დროს დახოცილების და დაკავებულების რაოდენობის შესახებ .ინტერნეტის მიუწვდომლობის გამო მთელ ქვეყანაში შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი მონაცემების მოპოვება ვითარების შესახებ.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ბიუროს და სხვა ორგანიზაციების თანახმად, ათეულობით დემონსტრანტი მოკლეს, ბევრი დაიჭრა და ბევრი დაპატიმრებულ იქნა.

თეირანმა გამოაცხადა, რომ ეს რიცხვები არის გამოგონილი, და რომ ცხრა ადამიანი მოკლეს, ხოლო სულ დაკავებულია ათასამდე პირი.

გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დაიწყო 15 ნოემბერს, ირანის ასამდე ქალაქში მოეწყო.

თეირანში, პარასკევის ლოცვისას აიათოლა აჰად ხათამიმ გამოაცხადა, რომ გამოსვლების ზოგიერთი ლიდერი ანარქისტია და სასიკვდილო განაჩენს იმსახურებს. მან ისინი დაადანაშაულა მეჩეთების და ისლამური ინსტიტუტებზე თავდასხმაში.

გასამხედროებული გაერთიანების „ბასიჯის“ გენერალმა, სამარ აბნუშმა განაცხადა, რომ ხალხის წაქეზების უკან იდგა „ბოროტების კოალიცია“, რომელშიც შედიან ისრაელი, აშშ და საუდის არაბეთი, იტყობინება სააგენტო ირნა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნონ პროტესტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.

ტვიტერზე დაწერილი ეს განცხადება პომპეომ სპარსულადაც გაიმეორა. მან ირანელებს მოუწოდა, მტკიცებულებები პროგრამა Telegram-ის მესინჯერით გაგზავნონ.

პომპეოს ტვიტის შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის კომუნიკაციების მინისტრს მისი როლისთვის „ინტერნეტის ფართო ცენზურაში“. აშშ-ის ინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოჰამად ჯავად აზარი-ჯაჰრომისთვის დაწესებული სანქციების თანახმად, მას გაეყინება აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ქონება.

ირანს ეკონომიკრი პრობლემები აქვს მას მერე, რაც ვაშინგტონმა კვლავ დაუწესა სანქციები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თეირანის მიერ 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ.

ბოლო კვირის გამოსვლების დროს ამნესტი ინტერნეშენელის მონაცემებით, სულ მცირე, 106 ადამიანი იქნა მოკლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG