Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა უკრაინის „სერვერის“ თეორია გაიხსენა, როგორც 2016 წელს არჩევნებზე კიბერთავდასხმის ნაწილი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუ გამოიყენა იმისთვის, რომ კვლავ წინ წამოეწია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობის თეორია.

ამ თეორიას აშშ-ის უშიშროების და სხვა ექსპერტები მიიჩნევენ რუსეთის მცდელობად, ჩირქი მოსცხონ თავის მეზობელ ქვეყანას. კიევის დადანაშაულება ეწინააღმდეგება გაკეთებულ დასკვნებს, რომ რუსეთი და არა უკრაინა ახორციელებდა თავდასხმას არჩევნების დროს.

„კვლავაც მსურს ვნახო ეს სერვერი, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში 22 ნოემბერს, - იცით, FBI-ს არ უნახავს ეს სერვერი. ეს მთელ ამ საქმეში დიდი ამბავია. რატომ მისცეს უკრაინულ კომპანიას? რატომ?“.

წარმომადგენელთა პალატაში მის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის გარშემო მიმდინარე მოსმენების მეხუთე, ბოლო დღეს, ტრამპმა პროცესს კვლავ უწოდა „სიცრუე“ და თქვა, რომ არ მოელის, რომ მას იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. მაგრამ, თქვა მან, ის მიესალმებოდა „პროცესს“, რათა იმ დემოკრატ კანონმდებლებსაც გაეცათ შეკითხვებზე პასუხი, რომლებმაც უკრაინასთან დაკავშირებით არასწორ ქმედებაში მისი დადანაშაულება სცადეს.

დემოკრატების მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების მიზანია, დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა 391 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინას, რომლისგანაც პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG