Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა


თბილისში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იმართება შეხვედრა, რომელზეც, გავრცელებული ცნობებით, დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივების გარშემო იმსჯელებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, მის ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე სხვა ლიდერებსაც და უმრავლესობაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება.

„აკაკი ზოიძემ წამოჭრა რეფერენდუმის თუ პლებისციტის საკითხი. სწორედ ამ საკითხებზე დღეს შედგება შეხვედრა უმრავლესობის ლიდერებთან და, როგორც ვიცი, ბატონი ბიძინაც დაესწრება ამ შეხვედრას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მისი და აკაკი ზოიძის ინიციატივები აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა, ორივეს აქვს საერთო, რაც საზოგადოებისთვის აზრის კითხვას ითვალისწინებს.

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა არჩევნების მთლიანად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. აკაკი ზოიძე კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან

დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG