Accessibility links

რუსთავის ქიმიკოსთა კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა


რუსთავის ქიმიკოსთა კულტურის სახლის მარცხენა ფლიგელის დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა. მობილიზებულია რამდენმე სახანძრო მანქანა.

ერთერთმა მეხაძრემ რადო თავიუფლებას უთხრა, რომ შენობაში არ არის დაცული სახნძრო უსაფრთხოება.

გავრცელებული ცნობებით, ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
რუსთავის მერიის, კულტუროს, ახალგაზრდობის და სპორტის დამსახურის უფროსის, გეგი ლიპარტელიანის თქმით, შენობის ამ ნაწილში, რაიმე ღირებული ნივთები არ ინახება.


ქიმიკოსთა კულტურის სახლი ე.წ. ძველი რუსთავის ერთ ერთი ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც გასული საუკუნის
50-იან წლებში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
შენობაში განთავსებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ასევე, ახალგაზრდები პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG