Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ


„მთავარი არხის“ ცნობით, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ელჩები „ევროპული საქართველოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, დიპლომატების ოპოზიციასთან შეხვედრა მეტყველებს, რომ ისინი სრულფასოვნად არიან ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე პროცესში, იმ საშუალებებით, რაც მათ ხელშია.

„ჩვენ მათ შეფასებებს ვერ გავიმეორებთ, ისინი თავად საუბრობენ ამაზე, ვერც იმას ვიტყვით, თვითონ რის გაკეთებას აპირებენ, ეს არის დიპლომატიური და სხვადასხვა არხებით, რომელიც ყოველთვის საჯარო არ არის. თუმცა საჯაროდაც ამ ელჩებმა ერთი კვირით ადრე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთეს და მიანიშნეს ყველას, თუ რას ითხოვს დემოკრატიული სამყარო საქართველოსგან“, - აღნიშნავს უსუფაშვილი და განაგრძობს, - „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მეგობრები სათანადოდ აფასებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობის განცდას, რომ ხელისუფლებას ზოგადად კი არ ვთხოვთ გამოსავალს, არამედ ვთავაზობთ კრიზისის დაძლევის გეგმას. იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე და მხოლოდ ბიძინას დამარცხებაზე“.

„ლელოს“ წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, დიპლომატები დიალოგს უჭერენ მხარს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 21 ნოემბერს შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG