პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. საავტომობილო მოძრაობა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობის დროს გადაიკეტა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ ადამიანებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პირობის შეუსრულებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აპირებენ, პარლამენტის პიკეტირებით არ დაუშვან საკანონმდებლო ორგანოში 26 ნოემბრის პლენარული სხდომის გამართვა.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.