Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ თუ აქციის მონაწილეები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა, მეორეს მხრივ, არც პარლამენტის ბლოკირება უნდა მოხდეს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავებმა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იმოქმედონ და გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობას:

„ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობასაც გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მეორე მხრივ ვალდებულია, სამართალდამცველი ორგანო, რომ არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება. სამართალდამცველი ორგანოები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე სამართალდამცველები იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ჰუმანურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG