Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს - პოლიციამ მათ 30-წუთიანი ვადა მისცა


რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტებისთვის პოლიციის მიერ მიცემული ულტიმატუმის 30-წუთიანი ვადა ამოიწურა.

სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მომიტინგეებს დაეტოვებიათ გზის სავალი ნაწილი. აქციის მონაწილეებმა გაფრთხილების შემდეგ ტროტუარებზე გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები, მას შემდეგ განახლდა, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში ჩავარდა.

დემონსტრანტები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნების შესრულებამდე პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირების გზით, არ დაუშვებენ პლენარული სხდომების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG