Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შესასვლელებს სპეცრაზმი აკონტროლებს


26 ნოემბრის დილის 5 საათისთვის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ.

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების კარვები აღარ დგას. დემონსტრანტების რამდენიმე კარავი დგას პარლამენტის წინ ტროტუარზე. რუსთაველის გამზირი გახსნილია საავტომობილო მოძრაობისთვის, ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის ალაგებს.

პარლამენტის წინ მორიგეობას განაგრძობს აქციის ათეულობით მონაწილე, მათთან ერთად არის პოლიტიკოსების ნაწილიც. პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ დაკავებულია ათამდე ადამიანი და დაზარალებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

სპეციალური დანიშნულების რაზმს ავტობუსით ჩახერგილი აქვს ჩიტაძის ქუჩა, სპეცრაზმი აკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელს ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე.

სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია დაშალა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00


აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, ადგილზე რჩებიან, დილის 9 საათისთვის ელოდებიან მომხრეებს და კვლავ შეეცდებიან ხელი შეუშალონ პარლამენტარებს მშვიდად შევიდნენ შენობაში.

დღეს, 27 ნოემბრის, 12 საათისთვის პარლამენტის პლენარული სხდომაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG