Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ გრემში მოზარდი ემსხვერპლა სახლში გაჩენილ ხანძარს


12 წლის ბიჭი დაიღუპა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას მოჰყვა.

მოზარდის დედა და ოჯახის კიდევ სამი წევრი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარლის მერის წარმომადგენლის, დავით ბერიკაშვილის ცნობით, მეხანძრე მაშველების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობას სოფლის მცხოვრებნი ცდილობდნენ, თუმცა ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

უბედურ შემთხვევას ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

XS
SM
MD
LG