Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში მძლავრი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი


წუხელ ალბანეთში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უმძლავრესი მიწისძვრა მოხდა. იგი შეეხო დედაქალაქ ტირანას. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 6 ადამიანი და დაშავდა 300. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება მეტი იყოს, ვინაიდან ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ტირანიდან 30 კილომეტრზე მდებარეობდა 10 კილომეტრის სიღრმეში.

მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია ასევე მსხვილ საპორტო ქალაქ დურესში.

ამჟამინდელი მიწისძვრა უკვე მეორეა უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში. 21 სექტემბერს 500-მდე სახლი დაზარალდა. მაშინ მიწისძვრამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. სექტემბრის მიწისძვრა შეფასდა, როგორც ათწლეულების განმავლობაში უმძლავრესი. 25 ნოემბრის მიწისძვრა კიდევ უფრო მძლავრი აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG