Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი „გირჩის“ აქციის შესახებ: ეშმაკეულის გარდა, ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ აქციას.

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ და განაგრძო, - „იქ იყო - „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ“, ეშმაკეულის გარდა, ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება, სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“.

25 ნოემბერს „გირჩის“ წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის სახელწოდება იყო „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“. აქციის მონაწილეებმა იმღერეს „ვხედავ მეცხვარეს“, მათ ხელში ეჭირათ ე.წ. ხატები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG