Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორ ოლეჰ სენცოვს სახაროვის პრემია მიენიჭა


სენცოვი სახაროვის პრემიით დაჯილდოების დროს
სენცოვი სახაროვის პრემიით დაჯილდოების დროს

ცნობილ უკრაინელ კინორეჟისორსა და აქტივისტს, რუსეთის პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ოლეჰ სენცოვს, 26 ნოემბერს ანდრეი სახაროვის ჯილდო გადაეცა.

„ამ პრემიას განვიხილავ არ პირადად ჩემთვის მონიჭებულ ჯილდოდ, არამედ რუსეთისა და დონბასელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის, უკრაინელი აქტივისტებისა და სამხედროებისათვის მინიჭებულ ჯილდოდ“, - განაცხადა სენცოვმა სტრასბურგში ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

სენცოვი, რომელიც ყირიმიდანაა, ხმამაღალ წინააღმდეგობას უწევდა ამ რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირებას 2014 წლის მარტში. სენცოვი ყირიმში დააპატიმრეს, 2014 წლის 11 მაისს, იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ტერორიზმში და 20 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

ოლეჰ სენცოვი 7 სექტემბერს გაათავისუფლეს, რაც იყო ნაწილი უკრაინასა და რუსეთს შორის ათობით პატიმრის გაცვლის ოპერაციისა.

„მე არ მჯერა პუტინის“, - განაცხადა 26 ნოემბერს სენცოვმა, რომელმაც მოუწოდა ევროპარლამენტარებს, იფიქრონ უკრაინისა და რუსეთში პატიმრობაში მყოფ უკრაინელთა ბედზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG