Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 81 ხმით გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერები კი 80 და 81 ხმით მამუკა მდინარაძე და გიორგი კახიანი გახდნენ.

ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად დავით სონღულაშვილი დაამტკიცეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გახდა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. მათ ასევე 80-80 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს.

გარემოს დაცვის კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს ხვალ, 27 ნოემბერს უყრის.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის, ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეობდა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული სარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG