Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთიდან დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი უკანონოდ გაიტანეს


ბაქირ ტაიროვი
ბაქირ ტაიროვი

ყირგიზეთის ფინანსური პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან უკანონო გზით, ანუ ფულის გათეთრების შედეგად გატანილი თანხა დაახლოებით შეადგენს ერთ მილიარდ დოლარს. ამით ყირგიზმა მოხელემ დაადასტურა რადიო თავისუფლების და კიდევ ორი საინფორმაციო პორტალის, OCCRP-ისა და Kloop-ის, ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების მიერ გამოქვეყნებული მასალები.

26 ნოემბერს ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ყირგიზეთის ფინანსური პოლიციის უფროსმა ბაქირ ტაიროვმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე დაყრდნობით უკვე დაიწყო ფულის გათეთრების საქმის გამოძიება.

„ბოროტმოქმედებმა მოახერხეს დაახლოებით 932 მილიონი დოლარის უკანონოდ გადარიცხვაა ჩინეთში, თურქეთში, ლიეტუვაში, ბრიტანეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ბაქირ ტაიროვმა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მილიონობით დოლარის საზღვარგარეთ უკანონო გადატანას უზრუნველყოფდა ქსელი, რომელიც ჩინეთში დაბადებულ უიღურ, ხაბიბულა აბდუკადირს ეკუთვნის.

გამომძიებელ ჟურნალისტებს კი საიდუმლო დოკუმენტები გადასცა ასევე უიღურმა ბიზნესმენმა, აირკინ საიმაიტიმ, რომელიც 10 ნოემბერს თურქეთში გასროლით მოკლეს. მანამდე მის დაპატიმრებაზე ყირგიზეთის ხელისუფლებამ ივლისში გასცა ორდერი, გადასახადების თავის არიდების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG