Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს


ცაგერის მუნიციპალიტეტში პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი მოხდა სოფელ ლაჯანაში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელსაც იცავდნენ.

სროლის შედეგად დაიჭრა 60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, შემთხვევით გამვლელი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG