Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ მაჭარაშვილი პრესკონფერენციის ჩაშლას გამოეხმაურა


ოპოზიციის ძირითადი ნაწილის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების სტილი არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მის პრესკონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს.

გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაშიც, ოპოზიციის ეს ნაწილი მაინც დესტრუქციულად იმოქმედებდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არის და ნებისმიერ საკითხზე ისაუბრებენ, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული სისტემისა, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„რომც ყოფილიყო პროპორციული მიღებული, ისინი მაინც ასე გააგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის მათი სახე, რაც კარგად ჩამოიხსნიან ნიღაბს, მით მეტად დაინახავს საზოგადოება მათ სახეს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციის გამართვაში ხელი შეუშალეს. პრესკონფერენცია ჩაიშალა, მედიაცენტრ „მთავარის“ შენობა გურამ მაჭარაშვილმა სამართალდამცავთა დახმარებით დატოვა. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იგი შეძახილებით „მონა“ გააცილეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG