საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) ახალ ანგარიშში აცხადებს, რომ ირანი მიზანმიმართულად მალავს საწვავის ფასების გაზრდის გამო გამართული დემონსტრაციების მონაწილეებზე ზეწოლის მასშტაბს.
არეულობა 25 ნოემბრის საღამოს დაიწყო და მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 140-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, დააკავეს 7000-მდე მოქალაქე, - იუწყებიან სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია და ირანელი დეპუტატი.
27 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში, სათაურით „ირანი: სასტიკი ზეწოლის მიზანმიმართული დამალვა“, HRW ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებას კვლავაც არ გამოუქვეყნებია დაღუპულების შესახებ მონაცემები და მას მოუწოდებს „სასწრაფოდ გამოაცხადოს, რამდენი ადამიანია დაღუპული, დაპატიმრებული და დაკავებული ახლახან გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით და უფლება დართოს დარღვევების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას“.