Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხასო ხანგოშვილი: ჰესის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს პანკისში მომხდარ მკვლელობასთან


ხასო ხანგოშვილი
ხასო ხანგოშვილი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი, ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ დღეს, 27 ნოემბერს, მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი სამი თვის წინ ორ ახალგაზრდას შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება და არანაირი შეხება არ აქვს ჰესის მშენებლობასთან:

„არანაირი ჰესი. ჰესის საქმე მოძველდა, უკვე ჩავლილია. უბრალოდ რაღაცა შეურაცხყოფის გამო ერთმა მეორეს დაარტყა, მერე ამას ერთი სამი თვის განმავლობაში, მოკლე ხანში მოჰყვა ჯგუფური ჩხუბი. უბრალოდ მუშტი-კრივი, არაფერი ისეთი არ ყოფილა და აი, მთელი ეს სამი თვე ამის მოგვარებას ვცდილობდით და ძალიან ცუდად დამთავრდა“, - უთხრა რადიო თავისუფლება ხასო ხანგოშვილმა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. საკობიანო პანკისის ხეობაში მდებარეობს. დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას, 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG