Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მამამ შვილი მოაწყო" - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის სამუშაო კაბინეტთან მოაწყვეს აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „მამამ შვილი მოაწყო“. შესაბამისი შინაარსის წარწერები ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ლევან გზირიშვილის კაბინეტის კარზე გააკრეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ამ აქციით გააპროტესტეს ლევან გზირიშვილის შვილის, ალექსანდრე გზირიშვილის ჩარიცხვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ ალექსანდრე გზირიშვილზე კვალიფიციური კადრები, თუმცა იგი სკოლაში ნეპოტიზმით ჩაირიცხა:

"არ შევეგუებით იმას, რომ ჩემს გვერდზე მჯდომი ადამიანი, საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია როგორც არამოსამართლე წევრი, ღებულობდეს მონაწილეობას იმ გარიგებაში, რომელიც აწყობს კლანს და რომელიც აწყპბს თვითონ", - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თავის მხრივ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სახეზეა იუსტიციის საბჭოში გარიგების ფაქტი:

"იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან გზირიშვილი, რომელიც მხარს უჭერს კლანს ყველა მის დანიშვნებში, მოაწყო იუსტიციის სკოლაში საკუთარი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი. ნეპოტიზმი, ჩაწყობა, ჩვენ ფაქტობრივად დაბრუნებულნი ვართ საბჭოთა ეპოქაში, სადაც ეს იყო მოქმედების ჩვეულებრივი საშუალება და ფორმა", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG