გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნატოს კავშირის შენარჩუნება ქვეყნის პრიორიტეტად რჩება.
როგორც მერკელმა ოთხშაბათს, ბუნდესტაგში გამოსვლისას, თქვა, ნატოს შენარჩუნება დღეს გერმანიისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცივი ომის დროს - ან, ყოველ შემთხვევაში, ისევე მნიშვნელოვანი. კანცლერმა აღიარა, რომ ევროპას მარტო, აშშ-ის გარეშე, არ ძალუძს ყველა საფრთხისგან თავის დაცვა.
მერკელმა ეს განცხადება გააკეთა ჩრდილოატლანტიკური კავშირის მომავლის შესახებ დისკუსიის ფონზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოიწყო. მაკრონის თქმით, ნატო „ტვინის კვდომას“ განიცდის.