Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა


ბათუმის საკრებულოსთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ანთაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები.

„ჯანსაღი ოპოზიცია ხელს უნდა უწყობდეს მერიას და ბოქლომებით არ უნდა დარბოდეს“, „უპატრონოები ხართ“, „თქვენ ხართ დესტრუქციული ძალა“- ასე მიმართავდნენ მოქალაქეები ანთაძეს. თავის მხრივ, საკრებულოს წევრი დაინტერესდა, მერიის რომელი სამსახურის თანამშროლები იყვნენ ისინი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საკრებულოსთან მყოფმა მოქალაქეებმა არ უარყვეს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასაქმებულები არიან და განაცხადეს, რომ ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან.

ბათუმის საკრებულოსთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. სხდომა 10 საათზე დაიწყო. მანამდე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, სანამ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხი არ გადაწყდება. ფრაქციის წევრები დაესწრებიან მხოლოდ იმ სხდომას, რომელზეც საკრებულომ ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში სამი დეპუტატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG