Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად უპასუხა "ნაციონალების" ბრალდებებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ 27 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში გულწრფელად უპასუხა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ბრალდებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" მომდინარეობს:

„ჩემი შეფასება არის შემდეგი, რომ ბატონი ბიძინა ჩვეული გულწრფელობით არის მოწოდებული და მან სრულად გულწრფელად გასცა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც მთელს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებაზე და ცილისწამებაზე, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევას ამ დროისათვის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს:

„დღეს ჩვენს ქვეყანას გარდა ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის და უმუშევრობის გამოწვევებისა და პრობლემებისა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, არის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და რა თქმა უნდა სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ სტუმარი იყო.

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისა და „ქართული ოცნების“ პირობის შეუსრულებლობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა.

XS
SM
MD
LG