სირიაში, იდლიბში სირიის და რუსეთის თვითმფრინავების იერიშს 15სამოქააქო პირი ემსხვერპლა
სულ მცირე, 15 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა 2 დეკემბერს, სირიის და რუსეთის თვითმფრინავების იერიშს იდლიბის პროვინციაში. ცნობას ავრცელებს სამეთვალყურეო ცენტრი ლონდონიდან.
სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელშიც ბრიტანეთიდან მოქმედებს, იტყობინება, რომ 13 პირი მოკლეს მარაათ ალ-ნუმაანის ბაზარზე, როცა არეალი დაიბომბა. ეს რეგიონი თურქეთს ესაზღვრება და უპირატესად ოპოზიციის ხელშია. დაშავებულთა რიცხვი 18-ია. ცენტრის ცნობით, ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ამავე ინფორმაციით, ორი სხვა სამოქალაქო პირი მოკლეს სარაყებში და ალ-სარამანში.
სამეთვალყურეო ცენტრის მეთაურის, რამი აბდელ რაჰმანის თქმით, რუსეთის ავიაციამ დარტყმა მიაყენა ქალაქ იდლიბის სამხრეთში, სოფელ კფარ სინას.
რუსეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს 2011 წელს ამ ქვეყანაში დაპირისპირების დაწყებიდან და შემდგომი ომის დროს.
ცენტრის თანახმად, სირიის მთავრობის მიერ ჰამასა და იდლიბზე დაწყებული შეტევისშ ემდეგ სულ 4775 პირი მოკლეს, მათგან 1224 სამოქალაქო პირები იყვნენ.
რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 დეკემბერს, კობანიში მისი სამი სამხედრო პოლიციელი აფეთქდა ბომბზე და დაიჭრა თურქეთის საზღვართან, საპატრულო გასვლის დროს.
რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას თურქეთ-სირიის სასაზღვრო არეალში ერთობლივი პატრულირების შესახებ.
შეთანხმება შედგა მას მერე, რაც ოქტომბერში თურქეთმა იერიში დაიწყო სირიასთან საზღვრის მიღმა.