Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანის თქმით, ფრანგმა კოლეგამ უთხრა, რომ მაკრონმა და პუტინმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს


„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე: საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჟან-ივ ლე დრიანთან საუბრის ერთ-ერთი თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსია იყო.

„მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ. რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას”, - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრებმა, ასევე განიხილეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი მინისტრების შეხვედრაზე.

მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG