Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე მმართველ ძალასთან დიალოგის საგანზე


ოთარ კახიძე მმართველ ძალასთან დიალოგის საგანზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:23 0:00

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ოთარ კახიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა არ არის ახალი და ის არის გასულ კვირაში პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი: “ეს იდეა არ არის არც გუშინდელი და არც საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა ყოფილა. ეს არის იმ კანონპროექტის ნაწილი, რომელიც გაგზავნილია სახალხო დამცველთან, ინიცირებულია პარლამენტში, რომელიც გაიგზავნება დღეს ODIHR-ში“. ოთარ კახიძე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავარ პრინციპს - „რამდენი მხარდაჭერაც გაქვს, იმდენი დეპუტატი გყავს პარლამენტში“. ამასთან, პარლამენტის წევრი განმარტავს რა გამოცდილება უდევს საფუძვლად ცვლილებების ინიცირებას: „საკანონმდებლო ცვლილების პროექტი ინიცირებულია პარლამენტში და არა ისეთი მახინჯი სისტემით, როგორც ყოველი ხელისუფლება ახერხებდა შევარდნაძიდან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული და შუაში სააკაშვილით - როცა არ იღებდა იმ რაოდენობის დეპუტატებს პარლამენტში, როგორი მხარდაჭერაც ჰქონდა. ყოველთვის იყო დეპუტაცია მეტი, ვიდრე მხარდაჭერა და როცა საზოგადოების განწყობას არ ირეკლავს პარლამენტი, ეს წარმოქმნის ლეგიტიმაციის პრობლემას, პოლიტიკურ კრიზისებს, აღრმავებს უნდობლობას, დისტანციას ზრდის საზოგადოებასა და პარლამენტს შორის“.

XS
SM
MD
LG