Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს


აშშ-ის სენატის კომიტეტმა ორივე პარტიის მხარდაჭერით მოიწონა კანონმდებლობა, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, მაგრამ თავი შეიკავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების სადავო კანონპროექტზე კენჭისყრისგან. მან ასევე მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ხელს უწყობს იმ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებას. ასევე მოიწონეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოსთხოვს, დაადგინოს, უნდა იქნეს თუ არა რუსეთი მიჩნეული ტერორიზმის მხარდამჭერს სახელმწიფოდ.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონში შეხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. პომპეომ შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მალე გამოაცხადებს „მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ“ მოსკოვთან ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ტრამპი, რომელიც სიმპათიებს ავლენს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდეტების მიმართ, შეეცადა, გადაედო ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შემოღება.

11 დეკემბერს აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მხარი დაუჭირა თურქეთისთვის სანქციების შემოღებას სირიაში შეჭრისა და რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისთვის.

XS
SM
MD
LG