Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების დამტკიცებაზე და რეფორმის ბედზე


ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვლის, რომ მთელი იმ პროცესის დადებითი შედეგი, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნას უკავშირდებოდა, იყო ის, რომ საზოგადოებამდე მივიდა სასამართლოში არსებული პრობლემების არსი:  „მოსამართლეები დემოკრატიულ სახელმწიფოებში უნდა რჩებოდნენ მუდმივად ან ხანგძლივი დროით. ეს ნორმალურია. ჩვენი სტაბილურობის გარანტია უნდა იყოს მოსამართლე და სასამართლო სისტემა, მაგრამ ეს მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იღებდნენ ცუდ გადაწყვეტილებებს, დღესაც იღებენ და კიდევ მიიღებენ. რადგან ჩვენ ეს უარყოფითი გამოცდილება დაგვიგროვდა მოსამართლეებთან მიმართებით, მაქვს იმედი, რომ კონსოლიდაცია მოხდება მთელი საზოგადოების, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორისაც, რომ სასამართლო არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის ინსტიტუტი, ვიღაცის ჯიბეში ჩასადები რგოლი. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სჭირდება ყველას. იმედი მაქვს, ეს ყველამ გააცნობიერა და თუ არა, ხალხის გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ვინც გააცნობიერებს, იმას დაუჭერენ მხარს”. ნაზი ჯანეზაშვილი ლაპარაკობს პროცესისა და შედეგის ლეგიტიმურობაზე: “ეს ადამიანები არიან კანონის დარღვევით არჩეულები. საბოლოოდ, პარლამენტში რა პროცედურებიც წარიმართა, იყო კანონშესაბამისი, მაგრამ საფუძველი - როგორ მივიდნენ კანდიდატები საქართველოს პარლამენტში, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ის შერჩევის პროცესი, რაც საბჭოში განხოციელდა, და ის იყო დარღვევებით სავსე”. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, ამ დარღვევებზე არსებობს მტკიცებულებები. ის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს იმ ფაქტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში თითოეული კანდიდატის წარდგინებას ხელს აწერს დიმიტრი გვრიტიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი განმარტებით, "არაუფლებამოსილი პირი". იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს - რომ არა პოლიტიკური თანადგომა, "კლანი" ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა: „პოლიტიკურ მხარდაჭერას ჰქონდა კლანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა“. ნაზი ჯანეზაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი 5-6 კანდიდატს დაამტკიცებდა, ანუ იმ რაოდენობას, რაც უზენაესი სასამართლოს ნორმალურად მუშაობისთვის იქნებოდა საჭირო: „მაგრამ, არ ველოდი, რომ ეს იქნებოდა 14 და ის ხალხი, ვინც ჩვენ სიაში ვნახეთ... შოკირებული არა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, რომ კიდევ ერთხელ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ხალხის მოსაზრება“.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG