Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს!


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ექიმი ტყვეობაში, მით უფრო ნათელია, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც აქამდე გადადგეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არ აღმოჩნდა საკმარისი.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია“.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის მეუღლე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს და წერს, რომ ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში „სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება!“:

„რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და „ბოტების“ სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.
ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
„ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“
, - წერს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.

15 დეკემბერს ექიმის ოჯახის წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG