Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს გიგა ბოკერიას გამოკითხვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განმარტა, გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გახდა საჭირო.

„2010-2013 წლებში, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გიგა ბოკერია იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას აქვს კითხვები მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება საქმეზე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა განაპირობა. მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, რის გამოც იგი დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

„საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება, დადგა გიგა ბოკერიას დამატებით გამოკითხვის საჭიროება და, შესაბამისად, მას დაესმება კითხვები“, - განაცხადა გამომძიებელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG