Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამტკიცებს ერთ მილიარდ დოლარს აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ერთი მილიარდ დოლარს გამოყოფს აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ენერგეტიკული პროექტების მხარდასაჭერად, რათა შემცირდეს რეგიონის დამოკიდებულება რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის აქტი წარმომადგენელთა პალატამ 17 დეკემბერს მიიღო და ის ნაწილია 1,4 ტრილიონი დოლარის პაკეტისა, რომლის საფუძველზეც მთავრობამ მომავალ წელს უნდა იმუშაოს. ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სენატიც დაამტკიცებს, შემდეგ მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს ამ კვირაში.

აშშ რუსეთს ადანაშაულებს მისი ნავთობის და გაზის მასშტაბური რესურსების გამოყენებაში საიმისოდ, რომ ენერგიის საჭიროების მქონე მეზობელი ქვეყნები თავის გავლენის სფეროში დატოვოს. აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი ქვეყანა ენერგიის იმპორტს დიდწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რუსეთისგან იღებს. ვაშინგტონს სურს ამ დამოკიდებულების შემცირება ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფით, რომელიც მოხმარდება რეგიონში სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებს, მაგალითად, გათხიერებული გაზის ტერმინალებს, ისევე, როგორც მზისა და ქარის ენერგიის პროექტებს.

XS
SM
MD
LG