Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიულ ოპერაციას უტარებენ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი, ამჯერად ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

„დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე - სადაც არის ოთხი დაზიანება ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობით და მრავლობითი ინტრაკრანიალური ჰემატომებით. როგორც ის აღნიშნავს, საჭირო იქნება ორმხრივი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის", - წერს „ფეისბუკზე" ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში პირველი ოპერაცია ქირურგმა გიორგი გვახარიამ ჩაატარა.

ნეიროქირურგიულ ოპერაციას კი არჩილ ჯვარშეიშვილი ატარებს.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

XS
SM
MD
LG