Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი: საქართველოში როცა ვიყავი დამპირდნენ [საარჩევნო] რეფორმა გავიდოდა


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

„მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს", - თქვა კინზინგერმა.

კონგრესმენი მიუთითებს, რომ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

„პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია", - ამბობს ადამ კინზინგერი.

სწორედ, ადამ კინზინგერი იყო ერთ-ერთი ხელმომწერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წერილის, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

მეგობართა ჯგუფი მზარდ შეშფოთებას გამოთქვამს „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

აშშ-ში მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ხელმძღვანელობს. მასში, ასევე შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.

XS
SM
MD
LG