Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: "ქართული ოცნება" სერიოზული წნეხის ქვეშაა


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის შიგნით პროტესტი და საერთაშორისო წნეხი მმართველ პარტიაზე საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება:

„მმართველი გუნდი, ივანიშვილის გუნდი ჯერ იძახდა, რომ საერთოდ არაფერიც ამ მოლაპარაკებისთვის საჭიროება არ არის და შესაძლებლობაც არ არისო. მერე განსახილველი არაფერი არ არის და არაფერი არ შეიცვლებაო, ეხლა იძახიან, რომ რაღაც მოიტანეს. არ ვიცი, რა მოიტანეს. მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან და იმსახურებენ ამასაც და უარეს წნეხსაც. და ეს წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა ის შედეგი, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ. ეს არის პროპორციულობა ჩვენი არჩევნების“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ წუთებში მიმდინარეობს საარცევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, რომელზეც იგეგმება მმართველი გუნდის ინიციატივის წარდგენა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საარჩევნო სისტემის რა მოდელზეა საუბარი.

ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა აქამდე წარდგენილი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას, როგორც ე.წ. „გერმანული“, ისე მრავალმანდატიანი საარჩევნო მოდელით.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მღელვარებამ ქუჩაში გადაინაცვლა. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით საარჩევნო სისტემის საკითხზე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG