Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის ავიაციამ ღაზის სექტორი დაბომბა


ისრაელის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დაბომბეს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამას“-ის ობიექტები. ისრაელის არმიის სარდლობის განცხადებით, ეს იყო პასუხი ღაზის სექტორიდან 25 დეკემბერს განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე.

პალესტინელების მიერ ნასროლი რაკეტა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მოიგერია. სარაკეტო იერიშის გამო განგაში გამოცხადდა ქალაქ აშკელონში, სადაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. განგაშის გამო ნეთანიაჰუ იძულებული გახდა მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასულიყო. 2 მარტს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.

XS
SM
MD
LG