Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანენ


საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ რუსეთში გაგზავნა ორი ავტობუსი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

ავტოკატასტროფა 26 დეკემბერს, საღამოს მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, ლიპეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან, მოყინულ გზაზე ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საქართველოს 2 მოქალაქე. დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო "რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, ავტობუსში იმყოფებოდა 17 მგზავრი და 2 მძღოლი. ლიპეცკის ოლქის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან და სამედიცინო ცენტრთან, სადაც დაშავებულები იმყოფებიან.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლით - საგზაო მოძრაობის წესების და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. „რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა უამინდობის და გზის მოყინვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG