Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა


თბილისი-სტამბოლის ავტობუსი ავარიაში თურქეთის ქალაქ ჩანქირის მიდამოებში მოყვა. წინასწარი ინფორმაციით, ის ტრაილერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი მგზავრი, მძიმე დაზიანებები მიიღო - სამმა. ავტობუსში მყოფი 21 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა 30 დეკემბერს დილით მოხდა.

ანკარაში საქართველოს კონსულმა კოტე კოტარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაღუპულიც და მძიმედ დაშავებული 3 ადამიანიც თურქეთის მოქალაქეები არიან. მისი თქმით, დგინდება, დანარჩენ 21 მგზავრს შორის რამდენია საქართველოს მოქალაქე და რა სახის დაზიანებები აღენიშნებათ მათ.

კონსულისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მძიმედ დაშავებული პირები ავტობუსის წინა რიგში იყვნენ განთავსებულები.

„ვიმყოფებით კავშირზე თურქ სამართალდამცავებთან და ადგილობრივ ჟანდარმერიასთან, რომელიც პირველი მივიდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე. დეტალები ზუსტდება“, - უთხრა კოტე კოტარიამ რადიო თავისუფლებას.

ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG