Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა აღენიშნება


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და კვლავ სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშაა.

ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ დღეს, 30 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა: „საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის ცვლილებები ნანახი არ იქნა, შესაბამისად, დღეისათვის მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი“. ექიმის ინფორმაციით, შეინიშნება მხოლოდ უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა.

ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება ზოგიერთი დეტალის დაზუსტების შემდეგ. ჯაბაურის თქმით, სულ ბოლოს საუბარი იყო თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ პროცესში ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები მონაწილეობენ.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე, ჩხუბის დროს დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG