Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეიდის მკვლელობის ბრალდებით წნორში კაცი დააკავეს


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული ი.გ. - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს ცნობით, 2 იანვარს ქალაქ წნორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაღუპული ბრალდებულის დეიდაა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG