Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა სამგლოვიარო ცერემონიაში


აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი

მთელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაძრულმა ასობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი ირანის დედაქალაქში, ერაყში აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად 3 იანვარს მოკლული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირანელი ლიდერის, გენერალ ყასემ სოლეიმანის სამგლოვიარო ცერემონიაზე. 6 იანვარს, სოლეიმანის კუბოსთან მდგარი ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ტიროდა, როდესაც ლოცვას წარმოთქვამდა.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი შურს იძიებს სოლეიმანისა და მასთან ერთად დაღუპული სხვა მოწამეთა გამო.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზული საპასუხო ზომებით, მათ შორის, კულტურულ ძეგლებზე იერიშით კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს, თუ ის შურისძიებას გადაწყვეტს გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ერაყს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს აშშ-ის მიმართ მტრული მოქმედებების შემთხვევაში.

3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი იმყოფებოდა. 62 წლის სოლეიმანი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. „ყუდსი“ უცხოეთის ქვეყნებში მოქმედებს.

XS
SM
MD
LG