ირანში, თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის ამ დროის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737“ დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ „ბოინგში“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.