Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას ტრამპის უფლებამოსილებაზე საომარი მოქმედებების სფეროში


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის წევრი კონგრესმენები აკონტროლებენ, 9 იანვარს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელმაც უნდა შეზღუდოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილება, დაიწყოს სამხედრო აქცია ირანის წინააღმდეგ.

კონგრესმენების თქმით, ისინი უკმაყოფილო არიან თეთრი სახლის განმარტებით ირანელი გენერლის მიზნობრივი მოკვლის თაობაზე. პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ „კონგრესის წევრები სერიოზულად და განსაკუთრებულად არან შეშფოთებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილების, - საბრძოლო მოქმედება დაიწყოს ირანის წინააღმდეგ და სამომავლო ნაბიჯების სტრატეგიის არ ქონის გამო.

რეზოლუციის მიხედვით, ტრამპს შეეზღუდება აშშ-ის არმიის გამოყენების უფლება ირანის წინააღმდეგ და ირანში კონგრესის მხრიდან ომის გამოუცხადებლად და მის მიერ თეირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილების გარეშე.

აზრთა სხვადასხვაობა იყო ამგვარი რეზოლუციის ეფექტიანობის გარშემო. მოელიან, რომ წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის წევრი კონგრესმენები აკონტროლებენ, მას მიიღებს.

დემოკრატები თვლიან, რომ რეზოლუცია ის იქნება 1973 წლის „ომის უფლებამოსილების აქტის“ შესაბამისი და თუ სენატი დაამტკიცებს, მას ექნება იურიდიული ძალა. რესპუბლიკელები თვლიან, რომ გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება, კანონის ძალა ვერ ექნება. ფედერალურ სასამართლოებს ამ თემაზე გადაჭრით გადაწყვეტილება არასოდეს მიუღიათ.

სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ და რეზოლუციას დამტკიცების მცირე შანსი ექნება.

XS
SM
MD
LG