Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 იანვარს ზურაბიშვილი სახელმწიფო დროშას გურიაში, ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართავს


„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა“, - იტყობინება ადმინისტრაცია და აქვეყნებს გურიაში სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს:

  • დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში - სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში - ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან.
  • 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
  • ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.
  • პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.
  • სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის ჩატარდება. მათთვის 19-20-21 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებას გადაეცა.
XS
SM
MD
LG