Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბასიანთან" სროლისა და ადამიანების დაჭრისთვის დაკავებულ პირს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება


ღამის კლუბ "ბასიანთან" სროლისათვის, რასაც იქ მყოფი სამი ადამიანის დაჭრა მოჰყვა, პოლიციამ დააკავა 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ., რომელსაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაჭრა სამი ადამიანი: 1993 წელს დაბადებულ თ.ა., 1987 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1995 წელს დაბადებული დ.ც., თავად კი ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG