Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს 22 მარტს აირჩევენ


სააგენტო „აფსნიპრესი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებით კი, თუკი ხაჯიმბა შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს არ მიღებს, მდგომარეობა გაუარესდება.

9 იანვარს სოხუმში ოპოზიციამ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. 10 იანვარს კი დე ფაქტო „საკასაციო სასამართლომ“ 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

XS
SM
MD
LG