მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი ოფიციალურად გადადგა ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიების ფონზე. ჟურნალისტი კორუფციას იძიებდა და 2017 წელს დაიღუპა - მისი მანქანა ააფეთქეს, როცა ის საჭესთან იჯდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია სამი შემსრულებელი. გასული წლის ბოლოს ასევე დააპატიმრეს ბოროტმოქმედებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეკი.
პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ იანვარში დატოვებდა თანამდებობას. მანამდე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა მისი გადადგომის მოთხოვნით. აქტივისტები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მუსკატი აწარმოებდა კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის პუბლიკაციებში მისი სახელი ფიგურირებდა.
მმართველმა პარტიამ მთავრობის ახალ თავმჯდომარედ აირჩია რობერტ აბელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯ აბელის ვაჟი. ჯორჯ აბელს 2009-2014 წლებში ეკავა მალტის პრემიერ-მინისტრის პოსტი.