უახლოესი ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს კლიმატური ცვლილებები. ამის შესახებ ლაპარაკია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში, რომელიც 15 იანვარს გამოქვეყნდა.
ეკოლოგიის პრობლემებმა პირველად დაიკავა პირველი ხუთი ადგილი მთავარი საფრთხეების სიაში. პირველ ადგილზეა ექსტრემალური ამინდი, რასაც მოაქვს „დიდი ზიანი ქონების, ინფრასტრუქტურისა და სიცოცხლისთვის“. მეორე ადგილზეა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ჩავარდნა. შემდეგ ანგარიშში ჩამოთვლილია სტიქიური უბედურებები, ფლორისა და ფაუნის სახეობათა გადაშენება და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები.
შემდეგი ხუთი რისკია - ელექტრონული ინფორმაციის მოპარვა, კიბერთავდასხმები, წყალმომარაგების კრიზისი, წარუმატებლობა გლობალურ მართვაში და საფინანსო ბუშტი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში დგება იმ 750 ექსპერტისა და თანამდებობის პირის გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ მსოფლიო ეკონომიკაში. დოკუმენტი ოთხშაბათს წარმოადგინა დავოსის ფორუმის თავმჯდომარემ, ნორვეგიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ.