Accessibility links

ირანის პრეზიდენტი: ირანი ახლა მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდე 2015 წლის შეთანხმებამდე


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი ახლა უფრო დიდი რაოდენობით ურანს ამდიდრებს, ვიდრე ბირთული შეთანხმების გაფორმების წინ, 2015 წლამდე.

ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასლის შემდეგ ირანი ეტაპობრივად იხევს უკან შეთანხმების პირობების შესრულებისგან.

„ირანზე ზეწოლა იზრდება, ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ“, თქვა როჰანიმ ტელევიზიით გამოსვლისას 16 იანვარს.

ირანმა თავი გაითავისუფლა ყოველგვარი შეზღუდვისგან, რომელიც გამდიდრებული ურანის წარმოებას უკავშირდება. გამდიდრებული ურანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც რეაქტორის საწვავად, ასევე ბირთვული იარაღისთვის.

ირანმა დაარღვია მთავარი შეზღუდვა და გადააჭარბა მძიმე წყლის და ურანის დაშვებულ მარაგს, ასევე ცენტრიფუგების რაოდენობას და ურანის გამდიდრების დაშვებულ ნორმას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2018 წელს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის და სანქციების დაწესების საპასუხოდ.

ტრამპს სურს ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმება, რომელიც განუსაზღვრელ შეზღუდვას დაუწესებდა ირანის ბირთულ პროგრამას და შეაჩერებდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამას.

ბირთვული შეთანხმების დარჩენილმა ხუთმა მონაწილემ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა გადაწყვიტეს, შეინარჩუნონ შეთანხმება. მაგრამ ევროპელმა პარტნიორებმა ვერ შესთავაზეს ირანს მისი ნავთობის გაყიდვის სხვა გზა, აშშ-ისთვის გვერდის ავლით, რამაც ისლამურ რესპუბლიკას რთული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG