Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: დამოუკიდებელ ინსპექტორად მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილ პირს აირჩევენ 


ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, საბჭო დღეს, 23 იანვარს დანიშნულ სხდომაზე დამოუკიდებელ ინსპექტორად მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილ პირს აირჩევს. იგი ამბობს, რომ კანდიდატთა სიაში ამოიკითხა მინიმუმ სამი ადამიანი, ვინც მიხეილ ჩინჩალაძესთან „მეგობრობის, მუშაობისა და მონობის გამოცდილება“ აქვს:

„ამ თანამდებობაზე იყო ახლა უკვე უზენაესის მოქმედი მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, რომელიც ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აირჩევენ ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება ჩინჩალაძის მიერ ნდობით აღჭურვილი, ვინაიდან სია არის 8-კაციანი და ამ სიაში ამოვიკითხე მინიმუმ სამი ადამიანი, რომელსაც აქვს ჩინჩალაძესთან მეგობრობის, მუშაობის და მონობის გამოცდილება”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს 16 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა გაიმართება. საბჭოს წევრები არჩევანს გააკეთებენ 8 კანდიდატს შორის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ყოფილი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესა. ქეთევან ცინცაძე პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი იყო. იგი პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

დამოუკიდებელ ინსპექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ირჩევს. მისი ფუნქცია მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG